June 2009
5 posts
4 tags
MJ
………… p,s minaceri ori clis shemdeg nokiadan: nu xo ra moxda mec ganvicade uff…
3 tags
facebook - can’t live with and without it :)თავისუფლებაც არის იმ მომენტში, გგონია, რომ ეწევი, მაგარი ხარ და თვითონ იღებ გადაწყვეტილებებს, მართლა ასე ადვილი რომ იყოს…
5 tags
ჰოთდოგებთან თერთმეტს რომ ოცი დააკლდება
გადმოვჯექი. სიგარეტი პირველად როდის შევახვიე არ მახსოვს. სამაგიეროდ, არასდროს დამავიწყდება როდის მომაწოდეს. თავისუფლებააო. თავისუფლება არა ცელი. სტილი იყო. სკარეევსევო პონტი. ესჩაიჩემზედაწერეციურიდეიდა. ეტო ბილო დავნო ი გლუპო. გადმოვჯექი. გავONდი. ეხლა ხო ეგრეა ფეისბუქზე თუ აკომენტებ ესე იგი სუნთქავ. თუ თვითონაც პოსტავ მაშნ საერთოდ. ისევ გასახვევ თამბაქოს ვეწევი. გამოყოლილია.
და მახსენდება:
...
7 tags
Come my friends! It’s not too late!.. to seek out...
მეათე სართულიდან გათიშული ქალაქი ჩანს. ზუსტად ათ დღეში კიდევ ერთხელ შევიცვლი ბინას. გადასვლები. ინკარნაციასავით.
კატა არ მყავს, ყოველდღე რომ ვწერო როგორ გაიზმორა. ფიკუსი ცხოვრობს ჩემს რაფაზე. ლოგინთან ტელეფონი. თითქმის ერთადერთი - მაღვიძარას დანიშნულებით და უოლ სთრით ჯურნალი. დეკორატიულ (მგონი ასე ქვია) სანთლებს თითქმის არ ვანთებ. სამაგიეროდ ზუსტად ვიცი, ყავის მანქანაში წინა საღამოს უნდა ჩავასხა...
6 tags
სახლში დავბრუნდი. ანტონიონი და ფინქ ფლოიდი.
ის: რაღაც ისეთი მომინდა ახლა. დევიდ ბოუის კონცერტზე მოვხვდებოდი
მე: ნუ გაატრაკე..
არადა მეც ეგეთ განწყობაზე. მერე სრული დამაჯერებლობისთვის ტრექიც მოაყოლა. გუშინ სოლარბარში ვიყავი. კომენტარი არ უნდა. მზის ჩასვლას ვუყურებდი მეჩვიდმეტე სართულიდან. მეძებეთ ახალ მისამართზე: დასახლება ზაბრისკიე პოინტ, ტრასიდან რომ გადმოუხვევთ პირველივე შესახვევი. ოცდამეცხრე კარავი. ლურჯი. იქვე დგას VW მინიბუსი. ბევრი ფერადი ყვავილი ახატია. მოკლედ მიხვდებით რომელიცაა.